თბილისი და რეგიონები უფასო კონსულტაცია

ავეჯის დაშლა-აწყობა

ჩვენი პროფესიონალი ხელოსნები დაგეხმარებიან ნებისმიერი სირთულის ავეჯის დაშლაში, უსაფრთხო შეფუთვასა და ახალ ადგილზე აწყობაში.

ავეჯის დაშლა-აწყობა

დიდი კარადა, ორადგილიანი საწოლი ან სამზარეულოს მოდულები იშვიათად ეტევა კარში ან ლიფტში. ჩვენი ხელოსნები ავეჯს უსაფრთხოდ შლიან და ახალ მისამართზე ააწყობენ.

რას ვშლით და ვაწყობთ

  • გარდერობები და კუპე-კარადები
  • საწოლები, მათ შორის ამწევი მექანიზმით
  • სამზარეულოს ზედა და ქვედა მოდულები
  • კუთხის დივნები და დიდი მაგიდები
  • ოფისის ავეჯი და სამუშაო სადგურები

რატომ ჯობს პროფესიონალი

არასწორი დაშლისას ზიანდება ხრახნის ბუდეები და დაფის კიდეები, იკარგება დეტალები. ხელოსნები დეტალებს ნომრავენ, ხრახნებს ცალკე პაკეტებში ინახავენ და აწყობისას კარებსაც არეგულირებენ.

წაიკითხეთ ასევე: ავეჯის დაშლა-აწყობა გადაბარგებისას.

გჭირდებათ ნივთების გადაზიდვა?

დაგვიკავშირდით — გეტყვით, რომელი მანქანა და რამდენი მუშა დაგჭირდებათ და შეგითანხმებთ მოსახერხებელ დროს.

როგორ ვმუშაობთ

გადაზიდვა 4 მარტივ ნაბიჯად

  1. დაგვიკავშირდით

    დაგვირეკეთ, მოგვწერეთ WhatsApp-ში ან შეავსეთ ფორმა.

  2. შევარჩევთ მანქანას

    ტვირთის მოცულობის მიხედვით შევარჩევთ სატვირთოს და მუშების რაოდენობას.

  3. შეფუთვა და დატვირთვა

    ნივთებს ფრთხილად შევფუთავთ, ჩავტვირთავთ და დავამაგრებთ ძარაში.

  4. მიტანა და აწყობა

    ახალ მისამართზე ჩამოვტვირთავთ, ავიტანთ სართულზე და ავაწყობთ ავეჯს.

კითხვა-პასუხი

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ნივთების გადაზიდვა თბილისში?
ფასი დამოკიდებულია ტვირთის მოცულობაზე, საჭირო მანქანის ზომაზე, მუშების რაოდენობაზე, სართულზე, ლიფტის არსებობასა და მანძილზე. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ში — ნივთების ჩამონათვალის მიხედვით ზუსტ ფასს წინასწარ შეგითანხმებთ.
ავეჯის დაშლასა და აწყობასაც აკეთებთ?
დიახ. ჩვენი ხელოსნები დაშლიან კარადებს, საწოლებს, სამზარეულოს მოდულებსა და სხვა ავეჯს, უსაფრთხოდ შეფუთავენ და ახალ მისამართზე ხელახლა ააწყობენ.
ნივთების შეფუთვაში დაგვეხმარებით?
დიახ, ვიყენებთ ბუშტოვან ფირს, სტრეჩ ფირსა და მუყაოს ყუთებს. მყიფე ნივთებს, სარკეებსა და ტექნიკას დამატებით ვიცავთ დაზიანებისგან.
რომელი ზომის სატვირთო მანქანა დამჭირდება?
ცალკეული ნივთებისთვის საკმარისია მცირე ზომის სატვირთო, 1-2 ოთახიანი ბინისთვის — საშუალო, ხოლო მრავალოთახიანი ბინის, ოფისის ან აგარაკის სრული გადაბარგებისთვის — დიდი ზომის (XL) მანქანა. გვითხარით რა უნდა გადავიტანოთ და შესაფერის მანქანას შეგირჩევთ.
დაგვირეკეთ შეკვეთა